saqarTvelos mxareebi  
  
 
 
 
 


aWaris istoria

1877–78 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ აჭარის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა ბათუმის ოლქის სახელით. 1918-20 წლებში ოკუპირებული იყო ჯერ თურქების, შემდეგ ინგლისელების მიერ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წელს დაარსდა აჭარის ავტონომიური რესუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. 1990 წლის ბოლოდან ეწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა. აჭარა როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული მხარე გვხვდება XI საუკუნის წყაროში, კერძოდ ლეონტი მროველის თხზულებაში, ფარნავაზ მეფის მიერ (ძვ.წ. IV-III სს.), ქვეყნის საერისთავოებად დაყოფისა და ერისთავების განწესების შესახებ ცნობაში:

ვიკიციტატა
„მეექუსე გაგზავნა ოძრხის ერისთავი, და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელი არს სამცხე და აჭარა“
(ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24)

საეკლესიო ისტორია მიიჩნევს, რომ საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა და გავრცელდა აჭარის მხრიდან, კერძოდ დიდაჭარიდან. იგი სამცხესთან და საქართველოს სხვა ისტორიულ კუთხეებთან ერთად ქრისტიანობაზე მოაქცია ანდრია პირველწოდებულმა. ამის შესახებ მასალებს იძლევა ევსევი კესარიელი (IV ს.). შემდეგ XI საუკუნეში, ამ საკითხს შეეხნენ მთაწმინდელები, რომელთაც გადმოგვცეს მოციქულების განვლილი გზა, რაც აისახა „ქართლის ცხოვრების“ ჩანართებში. ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში კერძოდ აჭარაში რამდენიმეჯერ იმოგზაურა, როგორც მარტო ასევე სხვა მოციქულებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ გადმოცემის თანახმად ქრისტეს მე-12 მოციქული მატათა გონიოში განისვენებს. ანდრია მოციქულის მიერ იქნა დაარსებული პირველი ეკლესია დიდაჭარაში.

ვიკიციტატა
„...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა“ “
(ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.39)

ვახტანგ გორგასლის დროს აჭარა სავარაუდოდ იგივე ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული, როგორც VIII საუკუნეში მაშინ, როდესაც იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს „ქართველთა სამეფოს“ შემადგენლობაში იყო. ბიზანტიელი მწერლები მაგალითად კონსტანტინე პორფიროგენეტი (X ს.) მას იცნობს აჭარის სახელით, რომელიც აჭარას Αδραρἃ-თი იხსენიებს წერს, რომ აჭარა იყო ერთი იმ ოთხ საპრეფექტოთაგანი (ბერიაზახი, კარნატი, კუელი და თვით აჭარა), რომელნიც შეადგენდნენ სუმბატ კურაპალატის სამფლობელოს[2]XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ზემო ქართლი და ჭანეთი ჯაყელების ხელში გადავიდა.

XI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ერთიანი ფეოდალური საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ამ პერიოდში ზემო აჭარა კლარჯეთთან ერთად აბუსერიძეთა საერისთავოში შედიოდა და მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. XIII საუკუნის შუა წლებიდან აჭარა მის მეზობლად არსებული სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენს, მაგრამ XV საუკუნის შუა ყვარყვარე II ჯაყელმა აჭარა გადასცა გურიის მთავარს, რომელიც ეხმარებოდა, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფესთან, გიორგი VIII-სთან ბრძოლაში. ბრძოლა 1465 წელს გაიმართა. ყვარყვარე ათაბაგსა და გიორგი მეფეს შორის. ყვარყვარემ შველა და დახმარება სთხოვა კახაბერ გურიელს, რის სანაცვლოდაც საჩუქრად მისცა აჭარა და ჭანეთი.

ვიკიციტატა
„ამისთვისცა მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთის ადგილნი გურიელ კახბერს, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა სამცხისა და კლარჯეთისათა. ხოლო გურიელმა კახაბერ სიხარულით მიიღო ქვეყანანი...“

XVI საუკუნის დასაწყისში მზეჭაბუკ ათაბაგმა აჭარა გურიელს წაართვა, მაგრამ 1535 წლიდან ეს მხარე კვლავ გურიელის ხელში გადავიდა. გვიანფეოდალურ ხანაში აჭარა ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო (მაღალმთიანი) აჭარა და ქვემო (ზღვისპირა) აჭარა, მის ცენტრალურ ნაწილს კი შუახევი წარმოადგენდა.

XVI საუკუნის შუა წლებში ოსმალეთის იმპერიამ სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად აჭარაც დაიპყო. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დააარსეს და ახალციხის (ჩილდირის) ვილაიეთს შეუერთეს. აჭარელმა ფეოდალებმა ოსმალეთის სუზერენობა აღიარეს.[3] თავდაპირველად აჭარა სპერის მმართველებს ემორჩილებოდა, 1563 წელს ადგილობრივი ფეოდალების მიერ ისლამის მიღების შემდეგ კი დამოუკიდებელ სანჯაყად ჩამოყალიბდა. XVII-XVIII საუკუნეებში აჭარა ადმინისტრაციულად შედიოდა ხან ისპირის სანჯაყში, ხან ჩილდირის, ყარსის თუ გურჯისტანის ვილაიეთში.

აჭარის გლეხობა ინარჩუნებდა ქრისტიანობას. ქრისტიანობა აჭარაში XVIII საუკუნის მიწურულამდე შემორჩა. ოსმალეთის ბატონყმობის ხანაში ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგები იყვნენ ხიმშიაშვილები, რომლებიც გარეგნულად სულთნის მორჩილები იყვნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ავტონომიას და ფაქტობრივად დამოუკიდებლად განაგებდნენ მათზე დაქვემდებარებულ მხარეს. აჭარაში ოსმალეთის მმართველობა ნომინალური იყო: მოსახლეობა არ იხდიდა ოსმალურ გადასახადებს, არ გადიოდა რეგულარულ სამხედრო სამსახურს, მხოლოდ ომის დროს გამოჰყავდათ მოლაშქრეები, შენარჩუნებული იყო მიწათმფლობელობის ძველი ქართული ფორმები.

ახალი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1828-1829 წლებში აჭარა ოსმალეთ-რუსეთის ომის პოლიგონად იქცა. ომის დროს აჭარას შეაფარა თავი აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილმამ. 1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა და ახმედმა კვლავ აჭარაში დაიხია უკან.[4]რუსეთს განზრახული ჰქონდა აჭარის დალაშქრვაც, მაგრამ ზამთრის კლიმატისა და რთული რელიეფის გამო თავი შეიკავა. ამან საშუალება მისცა ხიმშიაშვილს მოლაპარაკებები გაემართა ბებუთოვთან. მოლაპარაკებები შედიოდა რუსეთის ინტერესებშიც, რადგან ის უომრად მიიღებდა აჭარას. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაჭიანურდა.

1829 წლის 27 ივნისს რუსეთმა აიღო არზრუმი. გენერალი ბებუთოვი სომხეთის ოლქის უფროსად გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი დანიშნეს ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც ხიმშიაშვილი არ ენდობოდა. ოსტენ-საკენმა ხიმშიაშვილს მისცა ოთხი დღის ვადა, რათა თავად, ან მისი შვილი გამოცხადებულიყვნენ რუსეთის ბანაკში და მიეღოთ ქვეშევრდომობა. ხიმშიაშვილმა არ მიიღო ეს პირობა და ოსტენ-საკენი 12 აგვისტოს შევიდა ზემო აჭარაში სამი ქვეითი ბატალიონით, 2700 ხიშტით, კაზაკთა პოლკით, სამი სამთო და ოთქი მცირე ქვემეხით. ასე მივიდა ხულომდე. ოსტენ-საკენი წინააღმდეგობას შეხვდა, ამიტომ იძულებული გახდა დიდი დანაკლისით უკან გაბრუნებულიყო 28 აგვისტოს.[5]

საქართველოს მთავარმმართებელმა გენერალმა პასკევიჩმა გენერალ გესეს დაავალა, აეღო ბათუმი. გესემ დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა ადგილობრივ ბეგებთან. ოსმალეთის ხელისუფლებამ იცოდა რა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, იქ გაგზავნა რვა ათასი ასკერი ტუსჩიოღლის მეთაურობით, რომელმაც დაარწმუნა ადგილობრივი ბეგები, რომ მართალია, ოსმალეთი ახლა ომს აგებდა, მაგრამ მთელი ევროპა ოსმალეთს უჭერდა მხარს და მალე ყველაფერი შეიცვლებოდა. 1829 წლის 4 აგვისტოს რუსეთის ჯარი ორი მიმართულებით დაიძრა ბათუმისკენ: ერთი შეკვეთილიდან ქობულეთისკენ პოლკოვნიკ პატოვსკის ხელმძღვანელობით და და მეორე ოზურგეთიდან მუხაესტატეს გავლით გესეს ხელმძღვანელობით. მუხაესტატესთან გამაგრებული ოსმალები გესემ პირწმინდად დაამარცხა. ქობულეთში გამაგრებულმა ოსმალებმა უკან დაიხიეს და ციხისძირის პოზიციებიც მიატოვეს. ქობულეთიდან ზღვით გაიქცა სოფიო გურიელი. გესემ არ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, ბათუმზე შეტევის ნაცვლად კინტრიშზე გამაგრდა და კვლავ დაიწყო მოლაპარაკებები. ამან საშუალება მისცა ოსმალებს ხელახლა გაემაგრებინათ ციხისძირი. 17 სექტემბერს გესემ იერიში მიიტანა ციხისძირზე, მაგრამ დაკარგა ცოცხალი ძალის ორი მესამედი. ეს ამ ომში კავკასიის ფრონტზე რუსების ყველაზე დიდი მარცხი იყო. გესე იძულებულ ხდებოდა დაეთმო უკვე დაკავებული ტერიტორიები, მაგრამ ამასობაში მოუსწრო ადრიანოპოლის ზავმა.

რუსეთმა ამიერკავკასიაში მიიღო ანაპაფოთიახალციხე და ახალქალაქი. ოსმალეთს დარჩა ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ყარსიარტაანიბაიაზეთი. საზღვარმა კავკასიაში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გაიარა მდინარე ჩოლოქზე[6]საზღვარის ჩოლოქზე გავლება მხოლოდ ტექნიკურმა ლაფსუსმა გამოიწვია. საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას გურიის მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.[7][8] აჭარის მოსახლეობა ოსმალეთის ბატონობის ხანაში გამაჰმადიანდა, მაგრამ არ გათურქებულა და შემოინახა ქართული ენა, ქართული გვარები და ქართული იდენტობა. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ აჭარაში, განსხვავებით მესხეთისაგან, ისლამი მოგვიანებით და ზედაპირულად გავრცელდა.

1834 წლიდან ოსმალებმა აჭარა ლაზისტანის სანჯაყს დაუქვემდებარეს.[9] 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე აჭარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლად შემოერთებული აჭარა ადმინისტრაციულად ბათუმის ოკრუგის სახით გამოიყო. 1883 წელს ბათუმისა და ართვინის ოკრუგები გაერთიანდა და ბათუმის ოლქი შეადგინა, რომელიც ადმინისტრაციულად ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა. დიმიტრი ბაქრაძე 1874 წელს აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა შემონახული მეხსიერება ქრისტიანობის შესახებ, ახსოვდათ ქრისტიანული დღესასწაულები და მისდევდნენ ზოგიერთ ტრადიციას, მაგ. სააღდგომოდ კვერცხის შეღებვას. ტაძარი შემორჩენილი იყო მხოლოდ სოფელ სხალთაში, ხოლო ხულოს ეკლესია ხიმშიაშვილებს დაუნგრევიათ. ბაქრაძის ცნობით აჭარლები თავს გურჯებად მოიხსენიებდნენ. 1886 წელს რუსეთის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საოჯახო სიებში აჭარლები და შავშელები ჩაწერილნი არიან, როგორც ქართველი მაჰმადიანები. [10]

აჭარის კუთვნილების საკითხი არაერთხელ წამოიჭრა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგაც, 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების შედეგად ოსმალეთმა მიიღო ბათუმის ოლქი, ყარსის ოლქი და არტაანის ოკრუგი, რამდენიმე დღეში ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასიის კომისარიატისა და ოსმალეთის დელეგაციათა მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც იყო ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხის გარკვევა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება შეწყდა. ოსმალეთმა შეტევები განაახლა, ქართულმა მხარემ ოსმალეთის ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქთან შეძლო.

1918 წლის 4 ივნისს ქ. ბათუმში საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აღსდგა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომამდე არსებული საზღვრები. ე.ი. ოსმალეთს დარჩა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი. მოგვიანებით 1918 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ოსმალეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი მოეწერა მუდროსის ზავზე (ფაქტობრივად კაპიტულაციაზე) საქართველოსა და ოსმალეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა.

მას შემდეგ რაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო ამიერკავკასია და კვლავ დაუმეზობლდა თურქეთს დღის წესრიგში დადგა სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით, დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ოსმალეთის საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფთან, შემდეგ მიუყვებოდა ქედისმთას, შავშეთსა და კინნი-დაღის მთების წყალგამყოფ, არტაანის და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს, მდინარეების არპა-ჩაისა და არაქსის ხეობებს. ამრიგად საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო საქართველოს ისტორიული ტერიტორია: ართვინისარტაანის და ყარსის ოკრუგები.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის დეკრეტით აჭარა თანამედროვე საზღვრებით ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ აჭარის ა/რ-მ შეინარჩუნა პოლიტიკური სტატუსი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი: ხელვაჩაურისქობულეთისქედისშუახევისა და ხულოს, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ბათუმი.

 

         

 

ადმ. ცენტრი სოხუმი
კოორდინატები 42°40′ ჩ. გ. 21°10′ ა. გ.
ფართობი 8 665 კმ2 
მოსახლეობა 242 ათასი 
სიმჭიდროვე  
ეროვნული შემადგენლობა  
რელიგიური შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი  

 

       
       

aWaris istoria